ბაზრების დაკავშირება ფრენის სისწრაფით
IATA-ს აგენტად მუშაობის 60 წელზე მეტი გამოცდილებით, Militzer & Münch-ი გთავაზობთ საიმედო გზას მსოფლიოს უმსხვილეს შესყიდვებისა და სადისტრიბუციო ბაზრებამდე. ჩვენი მასშტაბური ქსელი, რომელიც მოიცავს საკუთარ ოფისებსა და ექსკლუზიურ პარტნიორებს 5 კონტინენტის 50 ქვეყანაში, უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის უსაფრთხო და შეუფერხებელ ტრანსპორტირებას ნებისმიერი მიმართულებით.

M&M წარმოადგენს ავტორიზებულ და IATA-ს მიერ სერტიფიცირებულ აგენტს.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში არცერთ სხვა სატრანსპორტო საშუალებას არ უჩვენებია ისეთი ზრდა, როგორიც საჰაერო გადაზიდვებს. ჩვენ ვართ ჩვენი კლიენტების საიმედო პარტნიორი ამ სფეროშიც — ჩვენი ინოვაციური საჰაერო სერვისებითა და მრავალწლიანი, ღრმა გამოცდილებით.“
საჰაერო ტვირთების კონსოლიდაცია, პირდაპირი რეისები და ჩარტერული ფრენები — Militzer & Münch-ის საჰაერო სერვისები უზრუნველყოფს თქვენს მუდმივ კავშირს შესყიდვებისა და სადისტრიბუციო ბაზრებთან მთელ მსოფლიოში.
IATA-ს აგენტად მუშაობის 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საკუთარი ავიაგადაზიდვების ოფისებისა და ექსკლუზიური პარტნიორების გლობალური ქსელი: 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთივე კონტინენტზე.

M&M წარმოადგენს ავტორიზებულ და IATA-ს მიერ სერტიფიცირებულ აგენტს.
ჩვენი საჰაერო გადაზიდვების სპეციალისტები კოორდინაციას უწევენ რთული, სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებას, ამზადებენ და მართავენ თქვენი საქონლის საბაჟო პროცედურებს და გთავაზობთ ისეთ სპეციალიზებულ სერვისებს, როგორიცაა სასწრაფო გადაზიდვები AOG (Aircraft on Ground) რეჟიმში. ჩვენი ტრეკინგის სისტემა საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს აკონტროლოთ ტვირთის სტატუსი ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე.
ჩვენი კლიენტები ასევე სარგებლობენ გერმანიის წამყვანი საჰაერო გადაზიდვების კოოპერაციის — FUTURE-ის წევრობით. ჩვენს ოთხ პარტნიორთან ერთად, ჩვენ ვაერთიანებთ ტვირთებს, პროფესიულ ცოდნასა და IT კომპეტენციებს, რათა შემოგთავაზოთ გარანტირებული ტევადობა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და საუკეთესო სატარიფო პირობები.
ჩვენი სტანდარტული Tracking & Tracing გადაწყვეტილებები საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ თქვენს გზავნილს „კარიდან კარამდე“. მორგებული საინფორმაციო ლოგისტიკური გადაწყვეტილებებით, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ შეკვეთებისა და SKU-ს (სასაქონლო ერთეულების) ხილვადობა და განვახორციელოთ თქვენი შეკვეთების მართვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენი საჰაერო გადაზიდვის სერვისები
IATA-ს აგენტად მუშაობის 60 წელზე მეტი გამოცდილებით, Militzer & Münch-ი გთავაზობთ ინოვაციურ საჰაერო სერვისებს 5 კონტინენტზე. პირდაპირი რეისებიდან დაწყებული, რთული ჩარტერული გადაწყვეტილებებით დამთავრებული — ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს მუდმივ კავშირს შესყიდვებისა და სადისტრიბუციო ბაზრებთან მთელ მსოფლიოში.

პირდაპირი და ექსპრეს გადაზიდვები

სპეციალიზებული ტვირთები

ნაკრები ტვირთები

გლობალური ქსელი
ჩვენი სერვისები
-
პირდაპირი რეისები (Direct shipments)
-
იმპორტისა და ექსპორტის გლობალური კონსოლიდაცია (Worldwide consolidation services in import and export)
-
კომბინირებული საზღვაო-საჰაერო გადაზიდვები (Combined sea – air solutions)
-
გადაზიდვები „კარიდან კარამდე“ (Door to door shipments)
-
ექსპრეს და საკურიერო მომსახურება (Express and courier services)
-
ნაწილობრივი და სრული ჩარტერული გადაწყვეტილებები (Split charter and full charter solutions)
-
ტანსაცმლის გადაზიდვა საკიდებით (GOH) (Garments on hangers)
-
სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება (DGR) (Dangerous goods shipments)
ჩვენი სპეციალური სერვისები
-
სასწრაფო საავიაციო გადაზიდვები (Emergency shipments – AOG)
-
გემების სათადარიგო ნაწილების ლოგისტიკა (Ship spares logistics)

