მილიტცერ და მიუნხ ჯგუფი

Solutions de transport de marchandise international

მილიტცერ და მიუნხ ჯგუფი

კომპანია, რომელიც სამყაროებს აკავშირებს

ჩვენ იქ ვართ, სადაც თქვენ გვჭირდებით. ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის პოულობენ საუკეთესო გადაწყვეტას თქვენი შეკვეთისთვის. ინდივიდუალურად მორგებული ლოგისტიკური სერვისებით, ჩვენ ვმოქმედებთ სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებებით.

ჩვენ თავს ვთვლით რთული და მოთხოვნადი ბაზრების სპეციალისტებად. მრავალმხრივი (მულტიმოდალური) და კომპლექსური ლოგისტიკური პროექტების განხორციელება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. Militzer & Münch აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ ალიანსებსა და თანამშრომლობის შეთანხმებებში და მუდმივად ვითარდება, რათა მომხმარებლებს ინოვაციური და ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

გასული საუკუნის განმავლობაში, 1880 წელს ბავარიაში რიჩარდ მილიცერისა და ვერნერ მიუნხის მიერ დაარსებული მცირე საექსპედიტორო კომპანია გადაიქცა საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯგუფად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა რეგიონსა და ბაზარს. ეს წარმატება ეფუძნება ერთგულ თანამშრომლებს, მრავალწლიან გამოცდილებას, რეგიონულ ექსპერტიზას და მუდმივ მზადყოფნას ახალი გზებისა და შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

ისტორია

პიონერული სული, ხედვა და გამბედაობა

Militzer & Münch-ის დამფუძნებლებმა პიონერული სულისკვეთება გამოავლინეს, როდესაც 145 წელზე მეტი ხნის წინ სარკინიგზო გადაზიდვების საფუძველზე კომპანიას ჩაუყარეს საფუძველი.

იგივე სულისკვეთება ახასიათებდათ Militzer & Münch-ის ექსპერტებსაც, რომლებმაც გასული საუკუნის შუა პერიოდში საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მიმართულება განავითარეს, ხოლო მომდევნო ათწლეულებში ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით სარკინიგზო და საავტომობილო ჯგუფური (groupage) გადაზიდვების ქსელი შექმნეს და წარმატებით დანერგეს.

დღესაც კომპანია აგრძელებს ინოვაციების, განვითარების და ახალი შესაძლებლობების ძიების ტრადიციას, რაც მისი მრავალწლიანი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

ჯერ კიდევ 1930-იან წლებში Militzer & Münch გახდა წამყვანი საზღვაო გადამზიდავი კომპანიებისა და ავიახაზების ოფიციალური სატვირთო აგენტი.

1949 წელს კომპანია ოფიციალურად დაინიშნა IATA-ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია) აგენტად, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მისი საერთაშორისო განვითარების გზაზე. ამ წარმატებას მოჰყვა ახალი ფილიალების გახსნა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების ბიზნესის გაფართოებაში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰამბურგის ფილიალი და ფრანკფურტის აეროპორტში პირველი საჰაერო სატვირთო ცენტრი, რომელიც Militzer & Münch-მა 1962 წელს გახსნა.

ამ ნაბიჯებმა კომპანიას მისცა შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაეფართოებინა საერთაშორისო ოპერაციები და გაემყარებინა პოზიციები გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე.

Militzer & Münch ერთ-ერთი პირველი ლოგისტიკური კომპანია იყო, რომელმაც თავისი მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის განვითარებად ბაზრებზე შესვლა გაბედა და იქ საკუთარი სერვისების წარმატებით დანერგვა შეძლო.

დღეს კომპანია იგივე ენთუზიაზმითა და განვითარების სულისკვეთებით აგრძელებს საქმიანობას, მუდმივად აფართოებს მომსახურების პორტფელს და იკვლევს ლოგისტიკის ახალ მიმართულებებს, რათა მომხმარებლებს თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

ფაქტები და ციფრები

M&M ჯგუფი ერთი შეხედვით

დაარსების წელი:
1880

სათაო ოფისი:
Zwinglistraße 25
9001 St. Gallen
შვეიცარია

ტელეფონი: +41 71 227 15 00
ფაქსი: +41 71 227 15 35
ელფოსტა: info@mumnet.com
ვებგვერდი: www.mumnet.com

დირექტორთა საბჭო:
თავმჯდომარე: Michael Albert
წევრები: Guillaume de Laage de Meux, Ingo Seifert

საქმიანობის მიმართულებები:
გზა, რკინიგზა, საჰაერო, საზღვაო გადაზიდვები, საპროექტო ლოჯისტიკა

შემოსავალი 2025:
724 მილიონი ევრო*

თანამშრომლები:
დაახლოებით 2300

ადგილმდებარეობა:
დაახლოებით 100 ლოკაცია 38 ქვეყანაში

სასაწყობე და საოპერაციო ინფრასტრუქტურა:
დაახლოებით 240 სატვირთო ავტომობილი და 500-მდე მისაბმელი (ტრაილერი);
დაახლოებით 154,000 კვ.მ. საწყობები და ტერმინალები

თანამშრომლობა/სააგენტოები:
CargoLine, FUTURE, Group’99, Global Container Group (GCG), IATA Agent.5

*საბაჟოს მომსახურების ჩათვლით

კონკრეტული მოთხოვნა გაქვთ?

კონკრეტული მოთხოვნა გაქვთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.